შრომის უსაფრთხოების ნორმების დანერგვა
HSE Insight Georgia გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების სრულფასოვან მომსახურებას, რომელიც ბაზარზე ყველაზე ხელსაყრელი პირობებით ხორციელდება. ჩვენი სერვისი მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებს — ყველა მორგებულია თქვენს ორგანიზაციაზე, მისი სიდიდისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით
რას მოიცავს მომსახურება:
1. რისკების შეფასება
- სამუშაო სივრცის დეტალური ანალიზი
- საფრთხეების იდენფიცირება
- პრევენციული ღონისძიებების შემუშავება
2. შრომის უსაფრთხოების მართვის გეგმა (HSE Management Plan)
- უსაფრთხოების პოლიტიკა
- რეგულაციების დანერგვა და ზედამხედველობა
- მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები
3. საგანგებო და საევაკუაციო გეგმა
- მოქმედების თანმიმდევრობა კრიზისულ სიტუაციებში
- თანამშრომელთა უსაფრთხო ევაკუაციის მარშრუტები და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა
- იმიტირებული პროცესის ჩატარება საგანგებო მდგომარეობის შესახებ
4. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- თეორიული სწავლება
- პრაქტიკული სავარჯიშოები – ცეცხლმაქრების გამოყენებით
- საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა
- ტექნიკური მომსახურება და ინსპექტირება
5. ელექტრო სისტემების ინსპექტირება და მონიტორინგი
- პოტენციური ტექნიკური საფრთხეების აღმოჩენა
- ელექტრო უსაფრთხოების მონიტორინგი
- პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა
6. პირველი დახმარების სერვისები
- თანამშრომლების გადამზადება (სერთიფიცირება )
- პირველადი დახმარების კუთხეების მოწყობა და ინვენტარით აღჭურვა
7. სწავლებები და ინსტრუქტაჟი
- თეორიული და პრაქტიკული სწავლება
- საგანგებო მდგომარეობის დროს რეაგირების გეგმა
- უსაფრთხოების კულტურის ფორმირება 8. სამაშველო გეგმა (Rescue Plan)

სამუშაო სივრცეში სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით უზრუნველყოფა
ვახორციელებთ სამუშაო სივრცის აღჭურვას თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით — სიგნალიზაციებით, დეტექტორებითა და
ავტონომური ჩაქრობის სისტემებით. ასევე უზრუნველვყოფთ მათ რეგულარულ ტექნიკურ ინსპექტირებასა და მოვლას. ჩვენი მიდგომა მოიცავს როგორც პრევენციას, ასევე სწრაფ რეაგირებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხანძრისგან გამოწვეულ ზიანს.

გამოცდილი და სერტიფიცირებული კადრებით უზრუნველყოფა
უსაფრთხოების ნებისმიერი მიმართულება მოითხოვს პროფესიონალების
ჩართულობას. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილი, სერტიფიცირებული
სპეციალისტების მომსახურებას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან
უსაფრთხოების პროცესების ზედამხედველობასა და მართვაზე. მათი
ჩართულობა გარანტიას გაძლევთ, რომ ყველა პროცესი რეგულაციებსა და
საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება.

შრომის უსაფრთხოების მართვის გეგმის შედგენა
ჩვენ ვამზადებთ ინდივიდუალურად მორგებულ მართვის გეგმას, რომელიც
მოიცავს უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნას, რისკების შეფასებას, პრევენციულ ზომებსა და მონიტორინგის მექანიზმებს. ეს გეგმა თქვენს ორგანიზაციას აძლევს შესაძლებლობას სისტემურად მართოს უსაფრთხოების საკითხები და თავიდან აიცილოს სერიოზული ინციდენტები.

