სახანძრო უსაფრთხოება
სახანძრო უსაფრთხოების სერვისი – პრევენცია, აღჭურვა და მუდმივი მონიტორინგი
ხანძრის პრევენცია და დროული რეაგირება ორგანიზაციაში არა მხოლოდ კანონით დადგენილი მოთხოვნაა, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამშრომლების, ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დასაცავად.
HSE Insight Georgia გთავაზობთ სრულყოფილ სახანძრო უსაფრთხოების მომსახურებას, რომელიც ეხმარება კომპანიებს მინიმუმამდე შეამცირონ ხანძრის რისკი, დააკმაყოფილონ საკანონმდებლო მოთხოვნები და შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო.
მომსახურება მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
ობიექტის პირველადი შეფასება და რისკების იდენტიფიკაცია
- შენობის, ინფრასტრუქტურისა და ფუნქციური სივრცეების დეტალური ინსპექტირება;
- სახანძრო რისკების იდენტიფიცირება და რისკის შემცირების რეკომენდაციების მომზადება.
ტექნიკური ინსპექტირება და მოვლა
- სისტემების პერიოდული შემოწმება და სამუშაო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
დოკუმენტაციის მომზადება და საკანონმდებლო შესაბამისობა
- სახანძრო უსაფრთხოების გეგმის შედგენა;
- ევაკუაციის გეგმის შექმნა და შესაბამისი გზამკვლევების მონიშვნა;
- შესაბამისი ინსტრუქციების და ჯარიმების თავიდან აცილებისთვის ყველა რეგულაციის დაცვა.
თანამშრომლების ინფორმირება და ტრეინინგი
- სახანძრო სიგნალის ამოცნობა და სწრაფი რეაგირების პროტოკოლები;
- ევაკუაციის სწავლებები და რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებული სიმულაციები.
მომსახურების შედეგები:
- მნიშვნელოვნად მცირდება ხანძრის რისკი;
- იზრდება თანამშრომლების უსაფრთხოების დონე;
- სრულდება რეგულაციების შესაბამისობა;
- კომპანიას ეზრდება რეპუტაციული სანდოობა;
- თავიდან იცილებს პოტენციურ ფინანსურ ზარალს და შენარჩუნებულია ინფრასტრუქტურა.