საევაკუაციო გეგმა
HSE გთავაზობთ საევაკუაციო გეგმის პროფესიულ შედგენას, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას — მათ შორის საქართველოს მთავრობის №370 დადგენილებას და სახანძრო უსაფრთხოების წესებს.
საევაკუაციო გეგმა წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს და უზრუნველყოფს შენობაში მყოფი პირების სწრაფ და ორგანიზებულ ევაკუაციას ნებისმიერი სახის საფრთხის შემთხვევაში — იქნება ეს ხანძარი, აფეთქება, ტექნიკური ავარია ან სხვა კრიტიკული ინციდენტი
რას მოიცავს საევაკუაციო გეგმა?
ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმა მოიცავს:
- შენობის შიდა გეგმარების საფუძველზე შედგენილ დეტალურ ევაკუაციის რუკას
- ევაკუაციის მარშრუტების განსაზღვრას — ყველა სართულის და სივრცის მიხედვით
- თავშეყრის და უსაფრთხო ზონების იდენტიფიკაციას
- სასწრაფო გასასვლელების, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობისა და საფრთხის ზონების აღნიშვნას
- ინსტრუქციებს თანამშრომლების და ვიზიტორების უსაფრთხო გადაყვანისთვის
- გეგმის გამჭვირვალე ვიზუალიზაციას ადვილად გასაგები დიზაინით
დამატებითი მომსახურება
- აზომვითი ნახაზის შექმნა — იმ შემთხვევაში, თუ შენობას არ გააჩნია არქიტექტურული გეგმა
- ბეჭდური ვერსიის დამზადება და ჩარჩოში ჩასმა — შეკვეთის რაოდენობის მიხედვით
- სავარჯიშო ევაკუაციები და ტრენინგი — თანამშრომლების ინფორმირებისა და გეგმის გამოცდის მიზნი
რატომ არის საევაკუაციო გეგმა აუცილებელი?
საევაკუაციო გეგმის არსებობა:
- ზრდის რეაგირების ეფექტურობას კრიზისის დროს
- ამცირებს პანიკისა და დაბნეულობის რისკს
- იცავს ადამიანებს და ამცირებს მატერიალური ზარალის ალბათობას
- აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს