სამაშველო გეგმა
ჩვენი გუნდი ქმნის სამაშველო გეგმებს, რომლებიც დეტალურად აღწერს მოქმედებებს კრიზისულ და ექსტრემალურ პირობებში. გეგმა დეტალურად განსაზღვრავს, როგორ უნდა იმოქმედოს პერსონალმა სხვადასხვა ტიპის საგანგებო მდგომარეობის დროს — იქნება ეს ბუნებრივი კატასტროფა, ხანძარი, აფეთქება, ტექნოგენური ავარია თუ სხვა საფრთხე.
გეგმა მოიცავს საჭირო ტექნიკურ რესურსებსა და ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებას, რაც უზრუნველყოფს როგორც თანამშრომლების, ასევე მატერიალური ფასეულობების დაცვას.
როგორ მუშაობს ჩვენი გუნდი?
- საწყისი შეფასება – ვიკვლევთ შენობის სპეციფიკას და ვახდენთ არსებული პირობების ანალიზს.
- გეგმის შემუშავება – ვქმნით დეტალურ დოკუმენტს ტექნიკური სქემებით და ნაბიჯ- ნაბიჯ მოქმედების მოდელით.
- განმარტება და გადაცემა – გეგმა მიეწოდება კომპანიას ციფრული ან ბეჭდური სახით, საჭიროების შემთხვევაში — პერსონალისთვის ინიშნება შეხვედრები და ტარდება ინსტრუქტაჟი.