გაზომვითი სამუშაოები
HSE გთავაზობთ სამუშაო სივრცეების ტექნიკურ–აზომვით მომსახურებას, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემის დაგეგმვისა და მართვის საწყის ეტაპს. გაზომვითი სამუშაოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ობიექტებისთვის, სადაც არ არსებობს შენობის არსებული შიდა გეგმარების დოკუმენტაცია ან საჭიროა განახლებული ინფორმაცია სივრცის ზუსტ პარამეტრებზე.
რას მოიცავს მომსახურება:
- შენობის შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება:
დეტალურად განისაზღვრება შენობის ყველა სივრცის ზომა, კონსტრუქციული დეტალები და ფუნქციური განლაგება. - საევაკუაციო გეგმისთვის საჭირო მონაცემების შეგროვება:
გაზომვები აუცილებელია ზუსტი და კანონმდებლობასთან შესაბამისი გეგმის შესამუშავებლად. - სახანძრო და სამაშველო გეგმების საყრდენი მონაცემების შექმნა:
სწორედ აზომვით ნახაზზე დაფუძნებით ხდება უსაფრთხოების მექანიზმების განლაგების სწორი დაგეგმვა (სიგნალიზაციები, გასასვლელები, ავარიული მარშრუტები). - შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება:
გამზადდება CAD ფორმატში ნახაზები და ბეჭდვითი ვერსიები, საჭიროებისამებრ. - ექსპერტების ადგილზე ვიზიტი და სივრცის ანალიზი:
ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ შენობის არქიტექტურულ თავისებურებებს, რაც უზრუნველყოფს შედეგის სიზუსტეს.