მართვის გეგმა
უსაფრთხოების მართვის გეგმა — სისტემური მიდგომა რისკების კონტროლისთვის
საგანგებო სიტუაციების დროს გადამწყვეტია სწორად დაგეგმილი და გაწერილი ნაბიჯები. ჩვენი სპეციალისტები შეიმუშავებენ მართვის გეგმას, რომელიც მოიცავს პასუხისმგებლობების განაწილებას, მოქმედების თანმიმდევრობას და რეაგირების პროცესის კოორდინაციას, რათა კრიზისულ დროს მინიმუმამდე დავიდეს ზიანი.
უსაფრთხოების მართვის გეგმა წარმოადგენს კომპანიის სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც აყალიბებს უსაფრთხოების პოლიტიკას, ადგენს პრევენციულ ღონისძიებებს და ქმნის მონიტორინგისა და გაუმჯობესების მუდმივ მექანიზმებს. მისი მეშვეობით ორგანიზაცია არა მხოლოდ აკმაყოფილებს საკანონმდებლო მოთხოვნებს, არამედ ქმნის რეალურ საფუძველს ჯანმრთელი და უსაფრთხო სამუშაო გარემოსთვის.
HSE Insight Georgia -ის სპეციალისტთა გუნდი ქმნის ინდივიდუალურად მორგებულ უსაფრთხოების მართვის გეგმებს, რომლებიც გათვლილია თითოეული კომპანიის სპეციფიკურ პროფილსა და რისკებზე.
მომსახურება მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება
- კომპანიის სტრატეგიული ხედვის ფორმულირება შრომის უსაფრთხოებაზე;
- პოლიტიკის მეშვეობით ორგანიზაციის თითოეული სტრუქტურის როლის განსაზღვრა;
- ხელმძღვანელობის, მენეჯმენტის და თანამშრომლების პასუხისმგებლობების გაწერა.
რისკების იდენტიფიცირება და შეფასება
- სამუშაო პროცესებისა და გარემოს დეტალური ანალიზი;
- არსებული და პოტენციური საფრთხეების გამოვლენა;
- რისკების კლასიფიკაცია ალბათობისა და ზემოქმედების მიხედვით.
პრევენციული და საპასუხო ზომების დაგეგმვა
- ინციდენტების პრევენციის მექანიზმები და რისკის შემცირების გეგმები;
- საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურები;
- თანამშრომელთა ინფორმირების, გადამზადებისა და ტრეინინგების გრაფიკი.
დოკუმენტაციის სრულყოფა და რეგულაციებთან შესაბამისობა
- უსაფრთხოების გეგმის ინტეგრირება შიდა პოლიტიკებში;
- შესაბამისობა საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობასთან;
- შემოწმებისთვის მზა დოკუმენტაცია და პროცესების გამჭვირვალობა.
სერვისის შედეგები:
- იღებთ უსაფრთხოების სტრუქტურულ და მკაფიო მენეჯმენტს;
- ორგანიზაციაში მკვეთრად მცირდება ინციდენტებისა და დაშავების ალბათობა
- თანამშრომელთა ჩართულობა და პასუხისმგებლობა იზრდება;
- მარტივად გადიხართ სახელმწიფო ინსპექტირებებს და აუდიტებს;
- უზრუნველყოფთ უსაფრთხოების მაღალი კულტურის დამკვიდრებას.