საევაკუაციო გეგმა

HSE გთავაზობთ საევაკუაციო გეგმის პროფესიულ შედგენას, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას — მათ შორის საქართველოს მთავრობის №370 დადგენილებას და სახანძრო უსაფრთხოების წესებს.

საევაკუაციო გეგმა წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს და უზრუნველყოფს შენობაში მყოფი პირების სწრაფ და ორგანიზებულ ევაკუაციას ნებისმიერი სახის საფრთხის შემთხვევაში — იქნება ეს ხანძარი, აფეთქება, ტექნიკური ავარია ან სხვა კრიტიკული ინციდენტი

რას მოიცავს საევაკუაციო გეგმა?

ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმა მოიცავს:

  • შენობის  შიდა  გეგმარების  საფუძველზე  შედგენილ  დეტალურ  ევაკუაციის  რუკას
  • ევაკუაციის  მარშრუტების  განსაზღვრას — ყველა სართულის და სივრცის მიხედვით
  • თავშეყრის  და  უსაფრთხო  ზონების  იდენტიფიკაციას
  • სასწრაფო  გასასვლელებისხანძარსაწინააღმდეგო  აღჭურვილობისა  და  საფრთხის  ზონების  აღნიშვნას
  • ინსტრუქციებს  თანამშრომლების  და  ვიზიტორების  უსაფრთხო  გადაყვანისთვის
  • გეგმის გამჭვირვალე ვიზუალიზაციას ადვილად გასაგები დიზაინით

 

დამატებითი მომსახურება

  • აზომვითი  ნახაზის  შექმნა — იმ შემთხვევაში, თუ შენობას არ გააჩნია არქიტექტურული გეგმა
  • ბეჭდური  ვერსიის  დამზადება  და  ჩარჩოში  ჩასმა — შეკვეთის რაოდენობის მიხედვით
  • სავარჯიშო  ევაკუაციები  და  ტრენინგი — თანამშრომლების ინფორმირებისა და გეგმის გამოცდის მიზნი

რატომ არის საევაკუაციო გეგმა აუცილებელი?

საევაკუაციო გეგმის არსებობა:

  • ზრდის რეაგირების ეფექტურობას კრიზისის დროს
  • ამცირებს პანიკისა და დაბნეულობის რისკს
  • იცავს ადამიანებს და ამცირებს მატერიალური ზარალის ალბათობას
  • აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს