რისკის დოკუმენტაცია
რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება
უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა იწყება რისკების სწორი იდენტიფიკაციითა და
მართვით. SafCo – ეს ამოსაღებაია არ გაგვეპაროს გთავაზობთ დეტალურ და სპეციალურად
მორგებულ რისკის დოკუმენტის მომზადებას, რომელიც ეხმარება ორგანიზაციას, წინასწარ
განსაზღვროს და მინიმუმამდე დაიყვანოს პოტენციური საფრთხეები.
რას მოიცავს სერვისი?
- საწყისი ვიზიტი და სივრცის შეფასება: ჩვენი სპეციალისტები ადგილზე აფასებენ სამუშაო გარემოს, ტექნოლოგიურ პროცესებს და საქმიანობებს.
- პოტენციური რისკების იდენტიფიცირება: ყურადღება ეთმობა როგორც ფიზიკურ, ასევე ქიმიურ, მექანიკურ და ორგანიზაციულ რისკებს.
- დოკუმენტის შექმნა: მზადდება დოკუმენტი, რომელიც აღწერს იდენტიფიცირებულ რისკებს, რისკის ხარისხს, შესაძლო ზემოქმედებას და რეკომენდაციებს.
- პრევენციული ზომების ჩამოყალიბება: დოკუმენტში მოცემულია დეტალური ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა იქნეს რისკები შემცირებული ან აღმოფხვრილი.
- განახლების გეგმა: დოკუმენტი ექვემდებარება პერიოდულ გადახედვას და განახლებას ორგანიზაციის საჭიროებების და გარემოს ცვლილებების შესაბამისად.
რაში გეხმარებათ ეს დოკუმენტი?
- შრომის ინსპექციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში
- თანამშრომელთა უსაფრთხოების გაზრდაში
- რისკების სისტემური მართვის დანერგვაში
- ინციდენტების პრევენციასა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში